დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა  ემსხვერპლა

“გულითადად ვწუხვართ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო, რომელმაც ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა”, – ამის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერია იტყობინება.

“გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანავუგრძნობთ ამ მძიმე დროს.

მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ ნოვრუზ ბაირამის ღონისძიება”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები