“სადაც კი ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური რამ კეთდება, იქ რადიკალები არიან ამ ყველაფრის წინააღმდეგ” – დავით მათიკაშვილი

“ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას აქვს ერთადერთი –  მიზანი, სხვა მიზანი ამას არ გააჩნია, ეს არის ჩვენი მომავალი თაობის როგორც დღევანდელობის, ასევე ჩვენი მომავლის დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყოს სახელმწიფო, ადეკვატური და სწორი ასეთი მძიმე გამოწვევების წინააღმდეგ, რაც, ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში არ შედის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

“მათთვის, ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის პოზიტიური და საზოგადოებისთვის არის კარგი, ეწინააღმდეგება რადიკალების დღის წესრიგს, ამიტომ ყოველთვის, არა მარტო ნარკოპოლიტიკაზე, თქვენ შეგიძლიათ ისტორიულად გადაავლოთ თვალი ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებას, მათ შორის ისეთ ცვლილებებს, რომლებიც მაგალითად კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა ჩვენს ქვეყანას. სადაც კი ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური რამ კეთდება, იქ რადიკალები არიან ამ ყველაფრის წინააღმდეგ”, – აცხადებს  მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები