16 მარტი მერაბ აბრამიშვილის დაბადების დღეა

16 მარტი ცნობილი ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის დაბადების დღეა.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა მხატვრის ფოტოს და ინფორმაციას აქვეყნებს.
„აბრამიშვილის შემოქმედებას მძაფრად გამოკვეთილი, უნიკალური სტილი და ინდივიდუალური ნარატივი ახასიათებს.
2020 წლის დეკემბერში მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები, 1998 წელს შექმნილი „ედემის ბაღი“ და „კუმაონის კაციჭამიას“ Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა.
მისი ნახატების ნაწილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია, ხოლო ნამუშევრების უმეტესობა საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძო კოლექციონერების მფლობელობაშია.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ვებ-მუზეუმ „ფიროსმანში” მისი მრავალი ნამუშევარი შეგიძლიათ იხილოთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები