ჩრდილოეთ მაკედონიის ღამის კლუბში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ კოჩანში ღამის კლუბში, 16 მარტის ღამეს გაჩენილი ხანძრის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, დაშავდა ათობით ადამიანი.

„კოჩანში, დისკოთეკა „პულსში“ კონცერტის დროს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა“, – იტყობინება ადგილობრივი მედია.

სავარაუდოდ, ხანძარი პიროტექნიკის გამოყენებამ გამოიწვია. დაზარალებულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დასადგენად პროკურატურა ადგილზე გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები