დამასკოს აეროპორტთან სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა

სირიის დედაქალაქ დამასკოს აეროპორტთან ახლოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. თვითმფრინავი დამასკოს აეროპორტიდან სამხრეთ-დასავლეთით ჩამოვარდა. ჯერჯერობით არ არის ზუსტი ინფორმაცია, ჩამოაგდეს თუ არა თვითმფრინავი, თუ ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ეკიპაჟის ბედი უცნობია. ასევე არ არის ცნობილი, იყო თუ არა თვითმფრინავის ბორტზე ვინმე პილოტების გარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები