აშშ-მექსიკის საზღვარზე 800 მეტრის სიგრძის გვირაბი აღმოაჩინეს (ვიდეო)

აშშ-მექსიკის საზღვარზე, სან-დიეგოსთან, ამერიკის პოლიციამ ნარკომოვაჭრეების გვირაბი აღმოაჩინა. გვირაბის სიგრძე 800 მეტრი იყო და, ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეს ყველაზე გრძელი მიწისქვეშა გასასვლელია, რაც კი აქამდე საზღვარზე უნახავთ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, გვირაბს ნარკომოვაჭრეები კოკაინის და მარიხუანას გადასატანად იყენებდნენ. 2006 წლიდან ეს მე-13 საიდუმლო გვირაბია აშშ-მექსიკის საზღვარზე. მარტში ამერიკულმა პოლიციამ საზღვარზე 380 მეტრის სიგრძის გვირაბი აღმოაჩინა, რომელიც მექსიკის მხრიდან ერთ-ერთ რესტორანს კალიფორნიაში საცხოვრებელ სახლთან აკავშირებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები