მოსკოვში ერთ-ერთი სახლის მობინადრეების ევაკუაცია მოხდა

მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ერთ-ერთი სახლის მობინადრეების ევაკუაცია მოხდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სახლის სარდაფში ჭურვები აღმოაჩინეს. ამ წუთებში კულიკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი სახლი პოლიციას ალყაში აქვს მოქცეული. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, სახლის სარდაფში იარაღი იყო აღმოჩენილი. მთლიანად შენობიდან 100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო თვეებში მოსკოვის პოლიციაში რამდენიმე შეტყობინება შევიდა ქალაქის სხვადასხვა რაიონში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები