დიდ ბრიტანეთში ვიზიტი ობამამ დედოფალთან სადილით დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, ოფიციალური ვიზიტი უინძორის სასახლეში ბრიტანეთის დედოფალთან, ელისაბედ მეორესთან სადილით დაიწყო.
ობამამ უკვე განაცხადა, რომ ის დიდ ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდებს. ბარაკ ობამას და მისი მეუღლის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში სამ დღეს გაგრძელდება. დედოფლის გარდა ის ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონსაც შეხვდება.
ლონდონში ჩასვლამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩენის შემთხვევაში ტერორიზმს უფრო ეფექტურად დაუპირისპირდება, ხოლო კავშირში წევრობა საერთაშორისო არენაზე მის გავლენას ზრდის. ობამას ამ განცხადებებმა დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან მისი გასვლის მომხრეთა უკმაყოფილება გამოიწვია. ასე, მაგალითად, ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა მას სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ „ობამას სძულს დიდი ბრიტანეთი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები