რუმინეთს „ევროვიზიაში“ მონაწილეობა აეკრძალა

რუმინეთს მიმდინარე წელს „ევროვიზიის“ კონკურსზე არ დაუშვებენ, ვინაიდან ქვეყანას ევროპის სამაუწყებლო კავშირის მიმართ მრავალმილიონიანი ვალი დაუგროვდა. კონკურსის ორგანიზატორის, კომპანია ЕВС-ის წარმომადგენელთა ცნობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუმინეთის სახელმწიფო ტელეარხ TVR-ს 16 მილიონი დოლარის ვალი დაუგროვდა.
„ძალზე სამწუხაროა, რომ ჩვენ მიერ საკითხის გადაწყვეტის ყველა მცდელობას რუმინეთის მთავრობა გაგებით არ შეხვდა. TVR-ის ვალი ЕВС-ის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს“, – ნათქვამია ევროპის სამაუწყებლო კავშირის განცხადებაში. ახლა რუმინულ ტელეარხს კონკურსის ტრანსლირებაც კი აეკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები