უკრაინაში მთავრობის შეცვლაში მოსკოვი კარგს ვერაფერს ხედავს

უკრაინაში მინისტრთა კაბინეტის შეცვლის შემდეგ დონბასში კონფლიქტის მოგვარების მხრივ დამატებითი რისკები გაჩნდა. ამის შესახებ ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ამაზე სხვადასხვა სახელმწიფო მოხელის მიერ გაკეთებული განცხადებები და უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში სამინისტროს შექმნა მიუთითებს. ლუკაშევიჩი ამბობს, რომ ამ ფაქტს შეიძლება მოჰყვეს დონბასში ვითარების გამწვავება და კიევის მიერ სამხედრო გზით პრობლემის მოგვარების მცდელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები