პუტინმა და ნეთანიაჰუმ რუსეთისა და ისრაელის თვითმფრინავებს შორის მომხდარი ინციდენტები განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს შორის მომხდარი ინციდენტები განიხილეს. ამის შესახებ გამოცემა forbes.ru იუწყება.
გამოცემის ცნობით, ეს საკითხები რუსეთის პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერმა მოსკოვში ნეთანიაჰუს ოფიციალური ვიზიტის დროს განიხილეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, პუტინმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ სირია-ისრაელის საზღვარზე რუსეთის და ისრაელის თვითმფრინავებს შორის ინციდენტის შესახებ „მას პირველად ესმის“. მანამდე ისრაელის Channel 10 იუწყებოდა, რომ გასულ კვირას რუსული ავიაგამანადგურებელი ისრაელის სამხედრო თვითმფრინავს მიუახლოვდა, თუმცა მათ შორის დაპირისპირება არ მომხდარა. ისრაელის გაზეთი Yedioth Ahronoth კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა სირიის სამხედრო თვითმფრინავებს ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები