მოსკოვში, „ორიფლეიმის“ ოფისში, ჩხრეკა მიმდინარეობს

მოსკოვში, კომპანია „ორიფლეიმის“ ოფისში, ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ჩხრეკის მიზეზი კომპანიას არ დაუკონკრეტებია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოფისს პოლიციის თანამშრომლებმა ალყა შემოარტყეს. სამართალდამცველები შენობაში არავის უშვებენ და შიგნით მყოფ პირებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. „ორიფლეიმის“ მოსკოვის ოფისში ჩხრეკა 2014 წელსაც ჩატარდა, მაშინ ის საგადასახადო შემოწმებას უკავშირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები