თურქეთში აფეთქების შედეგად სამი სამხედრო დაიღუპა

სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა დღეს თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ტუნჯელის პროვინციაში, სამხედრო ავტომობილის სიახლოვეს მომხდარი აფეთქების შედეგად. რამდენიმე ჯარისკაცმა ჭრილობა მიიღო.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, თვითნაკეთი ბომბი ტუნჯელი – ელიაზიგის ავტომაგისტრალზე, გზისპირას იყო დამონტაჟებული. ბოლო თვეებში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში თურქ სამხედროებსა და პოლიციელებს და „ქურთთა მუშათა პარტიის“ „ბოევიკებს“ შორის რეგულარულად ხდება შეტაკებები. ეს დაჯგუფება თურქეთში ავტონომიის შესაქმნელად იბრძვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები