B-52 „ისლამურ სახელმწიფოს“ ბომბავს (ვიდეო)

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც გადაღებულია, როგორ ბომბავს ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს, კადრებზე აღბეჭდილია ავიადარტყმა, რომლის შედეგად ერაყის ქალაქ კაიარასთან ისლამისტების იარაღის საწყობი იყო განადგურებული.
ცნობისთვის, ამერიკული მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 საჰაერო ძალების შეიარაღებაშია 1955 წლიდან. მიუხედავად ამისა, ის დღესაც რჩება აშშ-ის შორეული ავიაციის ძირითად თვითმფრინავად. ამჟამად რამდენიმე B-52 ყატარში, ამერიკულ ავიაბაზაზეა დისლოცირებული. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები