კომოედოვი – ჩვენ ქართველ მეზღვაურებს ყოველთვის ვეხმარებოდით კარტოფილითა და წიწიბურით

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, შავი ზღვის ფლოტის ყოფილი სარდალი ვლადიმერ კომოედოვი ამბობს, რომ ის შავი ზღვის ნატოს ძალების შემადგენლობაში უკრაინის მონაწილეობაში აზრს ვერ ხედავს.
„რა ფლოტილიებია კიდევ საჭირო, ვერ ვხვდები. Black Sea Force-ის ფარგლებში რუსეთი, უკრაინა, რუმინეთი, თურქეთი და საქართველო კარგად ვთანამშრომლობთ, თანაც ქართველ მეზღვაურებს ჩვენ ყოველთვის ვეხმარებოდით კარტოფილითა და წიწიბურით“, – განაცხადა კომოედოვმა.
დიმიტრი კომოედოვმა ეს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადების საპასუხოდ განაცხადა. უკრაინელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები შესაძლოა, ნატოს შავი ზღვის ფლოტილიის შემადგენლობაში შევიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები