გერმანიაში, სიკჰების ტაძარში, აფეთქება მოხდა

გერმანიის ქალაქ ესენში, სიკჰების ტაძარში, დღეს აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. პლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. გერმანული გამოცემა DPA-ის ინფორმაციით, სამართალდამცევლებმა ორი 16 წლის მოზარდი დააკავეს, რომლებიც აფეთქების მოწყობაში არიან ეჭვმიტანილები. როგორც ესენის პოლიცის უფროსმა ფრენკ რიხტერმა განაცხადა, აფეთქების უკან შეიძლება იდგნენ ისლამისტური დაჯგუფებები და ამ საქმეზე შესაძლოა, სხვა პირების დაკავებაც მოხდეს. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება ტაძარში იმ მომენტში მოხდა, როდესაც იქ საქორწინო ცერემონია მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები