ბრიუსელის მეტროს სადგური „მალბეკი“, სადაც ერთი თვის წინ ტერაქტი მოხდა, 25 აპრილს გაიხსნება

ბრიუსელის მეტროპოლიტენის სადგური „მალბეკი“, სადაც ერთი თვის წინ ტერორისტული აქტი მოხდა, 25 აპრილს, რემონტის შემდეგ გაიხსნება. უსაფრთხოების მიზნით, ბრიუსელის მეტროპოლიტენი ამჟამად დილის 7-დან საღამოს 10 საათამდე მუშაობს. ბრიუსელის მეტროს ერთი სადგური კვლავ დაკეტილია. სადაზღვევო კომპანია Belfius Insurance-ის ინფორმაციით, მეტროპოლიტენში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ზარალის ანაზღაურების ოდენობა 160 მილიონ ევროს შეადგენს. კომპანიამ არა მარტო ტერაქტის დროს დაშავებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის გადახდილი თანხა, არამედ ბრიუსელის მეტროპოლიტენისთვის მიყენებული ზარალიც დაითვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები