ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაურობის კანდიდატი უკრაინისთვის იარაღის გადაცემას მხარს უჭერს

ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაურობის კანდიდატი, კერტის სკაპაროტი მხარს უჭერს უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების გადაცემას, რის მეშვეობითაც მას დონბასში პრორუს სეპარატისტებთან ბრძოლის საშუალება ექნება. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, სკაპაროტიმ ამის შესახებ აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გარდა ამისა, სკაპაროტი ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული ავიამზიდის განთავსების წინადადებით გამოდის, რათა რუსეთმა და ირანმა „სტრატეგიული სიგნალი“ მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები