ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ერევანში სერგეი ლავროვი ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. ორდღიანი ვიზისტის ფარგლებში ლავროვი მოლაპარაკებებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მოლაპარაკების მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია. როგორც მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, ლავროვი სომხურ მხარეს კონფლიქტის მოგვარების თაობაზე გარკვეულ წინადადებებს შესთავაზებს.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში ვითარება 2 აპრილს დაიძაბა. 5 აპრილამდე სომხეთის და აზერბაიჯანის ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. 5 აპრილს მხარებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები