ომსკში ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ ომსკში ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება. უწყებაში აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევა ძერჟინსკის ქუჩაზე მოხდა, სადაც სახლის მეპატრონეები და მათი სტუმრები იმყოფებოდნენ, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია, რომლისგანაც ალი ავეჯს მოედო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები