ევროსაბჭო სავჩენკოს საკითხზე სანქციების დაწესების წინადადებით გამოდის

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს საქმესთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესების წინადადებით გამოდის. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს რუსეთის სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. PASE-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს სანქციები უნდა დაწესდეს იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც ნადეჟდა სავჩენკოს გატაცებას, უკანონო დაკავებას, უკანონო სასამართლოს და განაჩენს უკავშირდება. საპარლამენტო ასამბლეა სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. გარდა ამისა, საპარლამენტო ასამბლეამ შეშფოთება გამოთქვა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ტყვედ ჩავარდნილი ადამიანების წამების ფაქტებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები