მომღერალი პრინცი გარდაიცვალა
მომღერალი პრინცი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. პრინცი მინესოტაში, ხმის ჩამწერ სტუდიაში 9:43 წუთზე გარდაცვლილი იპოვეს. მომღერალი 6 დღის წინ ჯანმთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოშიც მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ვირუსი ჰქონდა, რის გამოც კონცერტიც კი გადადო. რა გახდა პრინსის გარდაცვალების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. სამართალდამცველების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს. პრინცის ნამდვილი სახელი როჯერ ნელსონი იყო. მუსიკოსი 1958 წლის 7 ივნისს დაიბადა, პოპულარობა მან 1982 წელს გამოცებული ალბომით „1999“ მოიპოვა. მას ასევე მიღებული აქვს შვიდი გრემი, ერთი ოქროს გლობუსი და ერთი ოსკარი. 2004 წელს ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.