ძლიერი ქარის შედეგად „სოკარის“ ცენტრალურ ოფისთან მანქანას ხე დაეცა

თბილისში, 5 დეკემბრის ქუჩის სიახლოვეს, „სოკარის“ ცენტრალურ ოფისთან ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც  გაჩერებულ მანქანას დაეცა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.
ამასთან, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეც, რისი ამსახველი ფოტომასალაც „კვირას“ თვითმხილველმა მიაწოდა.

13035577_10207470201890904_79483861_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები