იემენში, კონფლიქტის მოსაგვარებლად, დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებებს გამართავენ

იემენში ამბოხებული ხუსიტების და მათთან დაპირისპირებული იემენის პრეზიდენტის, აბდა რაბო მანსურ ჰადის წარმომადგენლები მოლაპარაკების გამართვაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა ქუვეითში უნდა გაიმართოს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. ამ მოლაპარაკების შედეგად იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომი უნდა დასრულდეს. ამჟამად ქვეყანა ორ ნაწილად არის დაყოფილი. ერთი მხრივ, არიან ამბოხებული ხუსიტები, რომლებსაც მხარს უჭერს ირანი, ხოლო, მეორე მხრივ, აბდა რაბო მანსურ ჰადის ძალები, რომლებსაც მხარს უჭერს საუდის არაბეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები