სერგეი ლავროვი სომხეთში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავა. ლავროვი ერევანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდინმა მიიწვია. მთავარი თემა – მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციაა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლავროვი სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შეხვდება, ასევე მოლაპარაკებას გამართავს სომეხ კოლეგასთან, ედვარდ ნალბანდიანთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვისა და ერევნის პოზიციები საერთაშორისო და რეგიონული პრობლემატიკის მიმართ ერთმანეთს ემთხვევა. მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ სომხეთისთვის რუსეთი კვლავ ძირითადი ეკონომიკური პარტნიორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები