ეკვადორში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

ეკვადორში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ ეკვადორში 16 აპრილს 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელიც ყველაზე ძლიერი იყო 1978 წლის შემდეგ. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 525 ადამიანი. ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქები და დასახლებული პუნქტები დაზარალდნენ. მაშველები ეჭვობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება. ნანგრევებში ათეულობით ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები