ისრაელის პოლიციამ აღმოსავლეთ იერუსალიმში ტერაქტებში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავა

ისრაელის პოლიციამ აღმოსავლეთ იერუსალიმში ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავა. ამის შესახებ ისრაელის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიკი როზენფელდმა განაცხადა. ამ ინფორმაციის მიხედვით ტერორისტების დასაკავებლად ისრაელის პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც მათ წინააღმდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს. აფეთქების დროს სამართალდამცველებიდან არავინ დაშავბულა.
ცნობისთვის, გასული წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ისრაელსა და იორდანეს დასავ;ეთ სანაპიროზე 270-ზე მეტი ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც 29 ისრაელელი და ოთხი უცხოელი დაიღუპა. გარდა ამისა, დაიღუპა 200 პალესტინელი, მათი უდიდესი ნაწილი თავდასხმების დროს პოლიციამ მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები