უკრაინაში ახალი რუსული ფილმების ჩვენება აიკრძალა

Par7909030

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ გადაღებული რუსული ფილმების აკრძალვის შესახებ. ამის თაობაზე უმაღლესი რადის პრესსამსახური იუწყება. უკრაინის პარლამენტმა კანონპროექტს 29 მარტს დაუჭირა მხარი. აკრძალვა ეხება მხატვრულ ფილმებს, ტელესერიალებს, ასევე პროგრამებს და ტელეგადაცემებს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია“საინფორმაციო სფეროში უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების დაცვის ასამაღლებლად“. გასული წლის დეკემბერში უკრაინის კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა დამატებით 83 რუსეთის კულტურის მოღვაწის გვარი, რომლებიც უკრაინის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიან. სიაში შევიდნენ რეჟისორები – კარენ შახნაზაროვი და პაველ ლუნგინი, მსახიობები: ვასილი ლანავოი, ვალენტინ გაფტი და ოლეგ ტაბაკოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები