სალაჰ აბდესლამს ბრალი წაუყენეს

პარიზში 2015 წლის 13 ნოემბერს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებში მთავარ ეჭვმიტანილს სალაჰ აბდესლამს ბრალი წაუყენეს. მას 15 მარტს ბრიუსელში პოლიციელებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ საგანეტო „ფრანს პრესი“ იუწყება.
მანამდე აბდესლამმა განაცხადა, რომ საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების დროს თავი შეგნებულად არ აიფეთქა. „მე რომ მდომოდა ამის გაკეთება, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა“, – აღნიშნა მან.
აბდესლამის თქმით, თავდასხმების მზადების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და ის ტერაქტების ორგანიზატორი არ არის.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს ბელგიის სასამართლომ საფრანგეთში სალაჰ აბდესლამის ექსტრადირებაზე თანხმობა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები