ამერიკულმა დაზვერვამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში რუსული არტილერიის გადასროლა დააფიქსირა
შეერთებული შტატების ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით, რუსეთს ჩრდიელოეთ სირიაში საარტილერიო ქვედანაყოფები გადაჰყავს. ეს აშშ-ის დიდ აღშფოთებას იწვევს, ვინაიდან მეტყველებს იმაზე, რომ ბაშარ ასადის ძალები და რუსეთის ჯარი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განახლებისთვის ემზადებიან. რუსული არტილერიის გადასროლის პარალელურად ასევე დაფიქსირებულია ირანული ქვედანაყოფების დაბრუნება ფრონტის წინა ხაზთან. რუსეთი, ირანი და პროირანული დაჯგუფება „ჰესბოლა“ სირიის კონფლიქტში პრეზიდენტ ასადის ძირითადი მოკავშირეები არიან.