იაროსლავლში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

რუსეთის ქალაქ იაროსლავლში სამართალდამცველებმა ქართველი „კანონიერი ქურდი“ გიორგი ბერიშვილი, მეტსახელად გია ბერემენა დააკავეს. 53 წლის ბერიაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გია ბერემენა რუსეთში ადრეც დაუკავებიათ, გასული წლის დეკემბერში პოლიციამ ის იაროსლავლში, ე.წ. სხოდკაზე დააკავა. დაკავებულთა შორის ბერიშვილი და 58 წლის „კანონიერი ქურდი“ ნიკოლოზ სოხაძე, მეტსახელად „კოკი“ იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები