ოცდოლარიან კუპიურაზე პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონს ჰარიეტ ტაბმენი ჩაანაცვლებს
აშშ-ის ხაზინამ გამოაცხადა, რომ ოცდოლარიან კუპიურაზე პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონს ჰარიეტ ტაბმენი ჩაანაცვლებს! ტაბმენი მონობაში დაიბადა, საბოლოოდ გაიქცა და მიწისქვეშა რკინიგზის მეშვეობით, ყველაზე ცნობილმა „კონდუქტორმა“, ასობით ადამიანიც გაათავისუფლა. ეს რკინიგზა იყო უსაფრთხო სახლების საიდუმლო ქსელი, რომელიც მონათა გათავისუფლებისათვის შეიქმნა. მოგვიანებით ჰარიეტი ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებისათვის ბრძოლის ლიდერი გახდა. ამერიკული დოლარის სხვა ცვლილებებს შორის იქნება ელენორ რუზველტის, მერიენ ანდერსონის, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსისა და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლთა პორტრეტების დამატება.