დიდი ბრიტანეთის დედოფალი დღეს 90 წლის გახდა

დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს დღეს 90 წელი შეუსრულდა. ის ტახტზე 1952 წლიდან არის და ეს ბრიტანელი მონარქის მმართველობის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ თარიღთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, ხოლო თავად ელოსაბედ მეორე 94 წლის მეუღლესთან, პრინც ფილიპთან ერთად უინძორის სასახლის ეზოში გაისეირნებს. შემდეგ კი ის სპეციალურ შუქურას აანთებს, ასეთივე შუქურები დიდ ბრიტანეთში და საზღვარგარეთაც აინთება. შემდეგ კი ელისაბედ მეორე დაბადების დღეს ოჯახურ წრეში აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები