პროექტი ''ჩემი საქართველო აქ არის''

 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის „ჩემი საქართველო აქ არის“ ფარგლებში, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა ფოლკლორული კონცერტი გამართეს. ღონისძიებას დაესწრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი. ბორჯომის ახალგაზრდული კოლექტივები რუსთავს ორდღიანი ვიზიტით ეწვივნენ. სტუმრებმა რუსთავის ღირსშესანიშნაობები და მარტყოფის მონასტერი მოინახულეს. პროექტი „ჩემი საქართველო აქ არის”, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ინიციატივით, „რეგიონებში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერისა და წახალისების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება. ამ ინიციატივის მიზანია, დაამეგობროს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდები. მათ საშუალება ეძლევათ, მოინახულონ საქართველოს სხვადასხვა კუთხე, გაეცნონ მათი თანატოლების შემოქმედებას და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. პროექტში საქართველოს 12 მუნიციპალიტეტია ჩართული. წლის ბოლომდე პროექტი „ჩემი საქართველო აქ არის“ საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები