„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში ქიმური იარაღი გამოიყენა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ ერაყში ქურთი მოხალისეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამის შესახებ ერაყულ მედიას ქურთი მოხალისეების წარმომადგენელმა სირვან ბარზანიმ განუცხადა.
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ სოფელ აბუ-შიტთან ქურთ მოხალისეებს თავს დაესხა. მათ 12 რაკეტა გაუშვეს, რომლებშიც ქიმიური მუხტი იყო ჩამონტაჟებული“, – განაცხადა ბარზანიმ.
მისი ინფორმაციით, შეტევის დროს მოხალისეებს შორის 6 ადამიანი დაშავდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სირიასა და ერაყში მომწამვლელი ნივთიერება იპრიტი გამოიყენეს. აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, „ბოევიკებს“ ქიმიური იარაღის წარმოების ტექნოლოგიები აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები