გაერომ უკრაინის მთლიანობის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო

 გაეროს გენერელურმა ასამბლეამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, გაერო ქვეყნებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, 16 მარტის რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით. ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის წინააღმდეგ რეზოლუციას გაეროს წევრმა 100-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 11-მა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, 58-მა კი თავი შეიკავა. დადგენილების ტექსტის ავტორები არიან: გერმანია, კანადა, კოსტარიკა, ლიტვა, პოლონეთი და უკრაინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები