მატვიენკო – რუსეთს აქვს პოლიტიკური ნება, რომ მოხდეს ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლა
რუსეთის მოქალაქეები ალექსანდრე ალექსანდროვი და ევგენი ეროფეევი, რომლებიც უკრაინაში ტერორისტული საქმინობისთვის გაასამართლეს, შესაძლოა, უკრაინელ პილოტ ნადეჟდა სავჩენკოში გაცვალონ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა. „რუსეთს ამისთვის პოლიტიკური ნება აქვს“, – განუცხადა მატვიენკომ ჟურნალისტებს.
შეაგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით სავჩენკოს, ასევე ეროფეევისა და აპექსანდროვის ბედი განიხილეს. როგორც საუბრის შემდეგ პეტრო პოროშენკომ განაცხადა, მან და ვლადიმერ პუტინმა სავჩენკოს გათავისუფლების გარკვეული ალგორითმი შეათანხმეს.