წითელი ღვინის ზომიერი მოხმარება ჭარბწონიანობის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უწყობს

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ წითელი ღვინის ზომიერი მოხმარება ჭარბწონიანობის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უწყობს. მკვლევარები 13 წლის განმავლობაში სხვადასხვა ასაკის 20 ათას ქალს აკვირდებოდნენ. ის, ვინც დღე-ღამეში 250 გრამ წითელ ღვინოს მოიხმარდა, მაღალი შრომისუნარიანობით და ზედმეტი წონის არარსებობით გამოირჩეოდა. წითელი ღვინო სასარგებლოა, ვინაიდან ის რესვერატროლს შეიცავს – ეს ნივთიერება ათეროსკლეროზსა და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას ხელს უშლის, ამცირებს „ცუდ“ ქოლესტერინს და „კარგი“ ქოლესტერინის რაოდენობას უმატებს. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ რესვერატროლს ჟოლო, მარწყვი, ყურძენი და ვაშლი შეიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები