ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ იმახსოვრებს ადამიანი სიზმარს
აშშ-ის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ ხდება ადამიანის მიერ სიზმრის დამახსოვრება. კვლევის შედეგები Journal of Neuroscience-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა კომპიუტერული მოდელი შექმნეს, რომლის მეშვეობითაც მათ ძილის დროს ტვინის აქტივობასა და ნეირონებს შორის სინაპტიკურ კავშირს შორის ურთიერთობა დაადგინეს. მოდელმა აჩვენა, რომ ძილის დროს ტვინის ქერქში ელექტრული აქტივობის ნელი რყევები ხდება, ხოლო ჰიპოკამპში – სწრაფი რყევები, ჰიპოკამპი ტვინის ნაწილია, რომელიც ადამიანის სწავლებაზე და მის მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. სწორედ თავის ტვინის ქერქსა და ჰიპოკამპს შორის ურთიერთობის შედეგად მოკლევადიანი დამახსოვრებული ინფორმაცია გრძელვადიანად გადაიქცევა, ხოლო უკურეაქციის შედეგად თავის ტვინის ქერქის ნეირონების ხელახალი აღგზნება და დამახსოვრებული ინფორმაციის მეხსიერებაში გამყარება ხდება.