თურქეთში ამერიკელ სამხედროზე თავდასხმა მოხდა (ვიდეო)
თურქეთში ნაციონალისტური ორგანიზაციის ორი წევრი ამერიკელ სამხედროზე თავდასხმისთვის დააკავეს. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, ისინი სამხედროს თავზე ტომრის ჩამოცმას ცდილობდნენ. მომხდარის ამსახველი ვიდეო ტვიტერში თურქმა ჟურნალისტმა რაჯიფ სოილუმ გამოაქვეყნა. ამჟამად თავდამსხმელები დაკავებულები არიან.
ინციდენტი იჯირლიყის ბაზაზე მოხდა, რომელსაც აშშ-ის საჰაერო ძალები იყენებენ.
„თქვენ ჩვენს სამხედროებს 2003 წელს თავზე აცვამდით ტომრებს. თქვენ ჩვენს ქვეყანაში ტერორიზმზე აგებთ პასუხს“, – განაცხადა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა იალჩინ სემირ აკარსუმ. საუბარია ინციდენტზე, რომელიც 2003 წელს ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა, სადაც ამერიკელმა სამხედროებმა თურქი სპეცრაზმელები დააკავეს. დაკითხვის დროს მათ თავებზე ტომრები ჩამოაცვეს. 60 დღის შემდეგ ამერიკელები, თურქეთის ხელისუფლების პროტესტის შედეგად გაათავისუფლეს.