იორდანიამ ირანიდან ელჩი გაიწვია
იორდანიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, ირანიდან ელჩის გაწვევის შესახებ. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელჩთან გაიმართება კონსულტაცია სპარსეთის ყურის რეგიონის არაბული ქვეყნების საქმეებში ირანის ჩარევის საკითხზე.
იორდანიის მედიის და კომუნიკაციების მინისტრის, მოჰამედ მომანის თქმით, თეირანის დღევანდელ პოლიტიკას შეიძლება რეგიონში არასტაბილურობა და დაძაბულობა მოჰყვეს.
შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, რაც თეირანსა და ერ-რიადს შორის ურთიერთობის დაძაბვამ გამოიწვია. ეს მდგომარეობა საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯას მოჰყვა.