ლონდონი – ჰონგ-კონგის რეისის თვითმფრინავში 4 თვის ბავშვი გარდაიცვალა

ავიალაინერი Boeing-777, რომელიც ლონდონიდან ჰონგ-კონგში მიფრინავდა, ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატის აეროპორტში საგანგებოდ დაჯდა. ბორტზე მყოფ 4 თვის ბავშვს სასწრაფო – სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამის შესახებ ყაზახური მედია იუწყება. თუმცა ბავშვისთვის დახმარების აღმოჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. იგი, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩვილი გოგოა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე იყო, ხოლო მისი მშობლები – საფრანგეთის მოქალაქეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები