ბაქოს ინფორმაციით, ახლო მომავალში ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე მოლაპარაკება დაიწყება
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში ალი ჰასანოვმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში შეიძლება დაიწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე მოლაპარაკების პროცესი. ჰასანოვის განცხადებით, შესაბამისი ინციატივით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა. მან სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს უკვე მიმართა და ახლო მომავალში „მოლაპარაკების აქტიური ფაზა დაიწყება“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვერების მომხრეა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების საფუძველზე.