ინდოეთში საოპერო მომღერლები ავარიაში დაიღუპნენ
სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 11 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, მას შემდეგ, რაც ინდოეთში საოპერო დასის ავტობუსი 76 მეტრის სიღრმის ხრამში გადაიჩეხა. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. მთლიანად ავტობუსში 40 მგზავრი, მათ შორის ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. ინციდენტი ორისას შტატში მოხდა. ინდოეთი გზებზე უსაფრთხოების დაბალი დონით არის ცნობილი. აქ ყოველწლიურად სიჩქარის გადაჭარბების, გზების ცუდი მდგომარეობის და მოძველებული ავტოპარკის გამო ათიათასობით ადამიანი იღუპება.