ხმელთაშუა ზღვაში 400 მიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში 400-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, რომლებიც აფრიკის სანაპიროდან ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა სომალიდან იყო და ისინი ზღვის გადაცურვას ოთხი ძველი ნავით ცდილობდნენ. ბოლო დროს ევროპაში ჩასვლის მსურველი მიგრანტებისთვის კიდევ ერთი მარშრუტი ეგვიპტე გახდა. ათასობით ადამიანი ეგვიპტეში ჩასვლას ალექსანდრიით ცდილობს. 2016 წელს ხმელთაშუა ზღვით ევროპაში 100 ათასი ლტოლვილი ჩავიდა. სტატისტიკის მიხედვით, ევროპაში ჩასულ მილიონ მიგრანტზე 3 700 დაღუპული მოდის. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ 2016 წელს ევროპაში კიდევ ერთი მილიონი მიგრანტი ჩავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები