ბრიტანული ავიაკომპანიის თვითმფრინავი აეროპორტში დრონს შეეჯახა
ავიაკომპანია British Airways-ის თვითმფრინავი ლონდონის ჰიტროუს აეროპორტში მცირე ზომის უპილოტო საფრენ აპარატს შეეჯახა. ინციდენტი თვითმფრინავის დაშვებისას მოხდა. პილოტმა ავიალაინერის დასმა მოახერხა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტი ავიალაინერ A320-ს მოუვიდა, რომელიც ჟენევიდან ლონდონში მიფრინავდა. მის ბორტზე 132 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან არავინ დაშავებულა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ამ ფაქტთან დაკავშირებიოთ სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.