გურამ დოჩანაშვილს „ხელოვნების ქურუმის“ პრემია გადაეცა

   ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა მწერალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პრემია „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. მწერლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში წარმოდგენილი იყო გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. სპექტაკლის რეჟისორი ზურაბ კანდელაკია. სპექტაკლს დაესწრო თავად მწერალი გურამ დოჩანაშვილი, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და მოწვეული სტუმრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები