თინა ხიდაშელი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან

ბრატისლავაში მიმდინარე მე-10 გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბოლო ორმხრივი შეხვედრა სახალხო დიპლომატიის მიმართულებით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ელჩ თაჩან ილდემთან გამართა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში თინათინ ხიდაშელმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მხარეებმა ნატოსა და პარტნიორი ქვეყნებისათვის სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტი, საქართველოს მოლოდინები და თებერვალში, ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული შეთავაზებები იყო. ყურადღება გამახვილდა ასევე, რუსეთის პროპაგანდასა და მასთან ბრძოლის საშუალებებზე.
ფორუმის პირველი დღის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკევ გამართა ორმხრივი შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწესთან პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში და გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები