თინა ხიდაშელი: ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია იყოს საქართველოში

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გამართული მაღალი დონის შეხვედრებს შორის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც მოხვდნენ.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ბრატისლავაში, სასტუმრო „გრანდ ჰოტელ რივერ პარკში“ თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები გამართა თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი კომპანიების – SAAB-ის მარკეტინგის ხელმძღვანელთან ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მაგნუს ლევის-ოლსონთან და Microsoft-ის პრეზიდენტთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დონ გრენთემთან, ასევე Virtual Reality Media-ს გამგეობის თავმჯდომარესთან იულიუს ბერითთან.
ბიზნესის სფეროს წარმომადგენლეთან შეხვედრა თავდაცვის მინისტრმა შეაჯამა.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი კომპანიების ინვესტიციები საქართველოს ძალიან წაადგება. „ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია იყოს საქართველოში, რაც შეიძლება მეტი კომპანია დავაინტერესოთ ჩვენი ქვეყნით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც. თუ მოვახერხეთ და შემოვიყვანეთ ასეთ დიდ კომპანიებს, მხოლოდ ჩვენ ქვეყანას წაადგება და ასევე, საიმედო პარტნიორები იქნებიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. დაიგეგმა SAAB-ის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. იმედი მაქვს, რომ სულ რამდენიმე თვეში ჩვენ მათ თბილისში ვნახავთ და უკვე ადგილზე გავაგრძელებთ საუბარს,“ – განაცხადა თიანთინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები