კომპანია „შარფი“ რობოტი-სმარტფონის გაყიდვას იწყებს (ფოტოლოლაჟი)
იაპონური კომპანია „შარფი“ რობოტი – სმარტფონის, RoboHon-ის გაყიდვას იწყებს. ახალი მობილური მოწყობილობის ფასი 1 800 დოლარი იქნება. RoboHon-ი მცირე ზომის რობოტია, რომლის სიგრძე 19,5 სანტიმეტრია. რობოტი მობილური მოწყობილობის მსგავსად მუშაობს, მას ასევე შეუძლია ლაპარაკი, სიარული და ცეკვაც კი. რობოტ-სმარტფონს ხელოვნური ინტელექტი გააჩნია, რომლის მეშვეობით RoboHon-ი ადამიანების ხმებს და სახეებს ცნობს. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ RoBoHoN-ი სპეციალურ სერვერთან უნდა იყოს მიერთებული. ასე რომ, მისი გამოყენება მხოლოდ იაპონიაში იქნება შესაძლებელი.